კერძო სკოლა ''მზექას'' IX კლასში პედაგოგმა მზექალა კაპანაძემ სამოქალაქო განათლების სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა ''აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატიული მახასიათებლები'' იყო.
გაკვეთილი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. პედაგოგმა მოსწავლეებს აჩვენა ნაწყვეტი ფილმიდან ''დათა თუთაშხია''. არქიფო სეთურიძის და იმ პერიოდში არსებული საზოგადოების ცნობიერების ფონზე, მოსწავლეებმა იმსჯელეს და პარალელი გაავლეს თანამედროვე ცხოვრების დემოკრატიულ ღირებულებებსა და მის მახასიათებლებზე.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სამოქალაქო განათლების 14 პედაგოგი და კერძო სკოლა ''მზექას'' დირექტორი ბელა კაპანაძე.
სამოდელო გაკვეთილს ორგანიზება გაუწია სამოქალაქო განათლების სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საბჭოს თავჯდომარე ნინო ნადირაძემ.