ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე დალილა მიქელაძე საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის ლეპტოპით დაჯილდოვდა
14-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დალილა მიქელაძე 2018 წლის საგნობრივი ოლიმპიადის ფარგლებში დაჯილდოვდა.
დალილა მიქელაძეს საჩუქრად ლეპტოპი გადაეცა. დაჯილდოვდა დალილას მასწავლებელი მავილე გოგიტიძეც.
2018 წლის საგნობრივი ოლიმპიადისა და კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეებისა და მათი მასწავლებლების დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება სასტუმრო „შერატონში“, 2019 წლის 11 ოქტომბერს, გაიმართა.
აჭარის მასშტაბით სულ 121 საუკეთესო მოსწავლე და 73 მასწავლებელი ლეპტოპებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის მოსწავლეს და მასწავლებელს მიღწეული წარმატებისთვის“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“