გლოლის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა ჭიორის საჯარო სკოლაში პრეზენტაცია ჩაატარეს
14-10-2019

ონის მუნიციპალიტეტის, გლოლის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „შოვის” წევრები ჭიორის საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სტუმრობის მიზანი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის პრეზენტაციისა და თავისუფალი გაკვეთილის ჩატარება იყო.

ეკო-კლუბის წევრმა, მარიამ გიორგაშვილმა ჭიორელ მოსწავლეებს ნიკო კეცხოველი, სასკოლო პრემიის მიზნები და ამოცანები გააცნო. 

სკოლები მომავალში საერთო აქტივობების ჩატარებასა და თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. 

ლიკა ბიჭაშვილმა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე - „გლობალური დათბობა და მისი შედეგები” ჩაატარა. მოსწავლეებმა გლობალური დათბობის შედეგებზე  ვიდეო და სურათები ნახეს და პრობლემის გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

სკოლები შეთანხმდნენ, რომ გარემოს დაცვის მიზნით ელჩები თვითონ პატარები იქნებიან. სკოლები ყველას მოუწოდებენ, შემოდგომაზე ნახშირორჟანგის გამოყოფა შეამცირონ. 

„მადლობას ვუხდით ჭიორის სკოლას ასეთი გულთბილი დახვედრისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203