ჭალოვანის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა
14-10-2019

მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო შეხვედრაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის, ჭალოვანის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის - ,,ქართული სულის“ შესრულებულმა ცეკვამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიება საჩხერის კულტურის ცენტრში გაიმართა.

ქორეოგრაფიული ანსამბლი ამჟამად ახალ მრავალფეროვან პროგრამას ამზადებს, რომელსაც მაყურებელს საახალწლოდ შესთავაზებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203