მარტყოფის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლიმატის დაცვის თემაზე ღონისძიება გამართეს
14-10-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში დიდ დასვენებაზე კლიმატის დაცვის თემასთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო.
მოსწავლეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს შვედ გოგონას, 16 წლის გრეტას, რომელმაც გლობალური დათბობის წინააღმდეგ მოძრაობა გასული წლის აგვისტოში დაიწყო.
ბავშვებმა წარმოადგინეს ინფორმაციები და ჩანახატები. ასევე, მოეწყო მცირე მოცულობის მქონე ფილმების პრეზენტაციაც გლობალური დათბობისა და ამ პრობლემის მოგვარების გზებზე.