აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მე-4 კლასმა პალიასტომის ტბაზე ექსკურსია-გაკვეთილი მოაწყო
14-10-2019
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მე-4 კლასმა ექსკურსია-გაკვეთილი - „მოგზაურობა კოლხეთის დაბლობზე“ მოაწყო.  

მე-4 კლასის კლასის დამრიგებელი დალი ეჯიბიაა.

ექსკურსიის განმავლობაში მოსწავლეები კოლხეთის ნაკრძალის, მისთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის კომპლექსს გაეცნენ. მათ, ასევე, შეისწავლეს პალიასტომის ტბა და მიმდებარე ტერიტორია. მოსწავლეებმა მინიატურული პარკში არსებული არქიტექტურული და ისტორიული ძეგლებიც დაათვალიერეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ექსკურსიის მიზანი მოსწავლეებში გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების გამომუშავება,  მოტივაციის ამაღლება, ინფორმაციის შეგროვება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ქცევის ნორმების ჩამოყალიბება და „საექსკურსიო წიგნიერების“ ჩამოყალიბება-განვითარება იყო.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203