ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის ლეპტოპით დაჯილდოვდა
14-10-2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულთის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ მარიამ ჭყონიამ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწია. 

მარიამ ჭყონია ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ ოლიმპიადაში მე-2 საპრიზო ადგილის მოპოვებისათვის ლეპტოპით დაჯილდოვდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ ოლიმპიადაში მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატებებისათვის კი ამავე სკოლის პედაგოგს, გულნარა თევზაძეს, სიგელი გადაეცა.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, მიიღეს.

„მრავალ წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ ქობულთის N2 საჯარო სკოლას ქალბატონ ნანი ცივაძის ხელმძღვანელობით, პედაგოგთა და მოსწავლეთა მუხლჩაუხრელი შრომით“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203