გუდაურის საჯარო სკოლაში წრე - „წიგნი ჩვენი ერთგული მეგობარია“ წარმატებით მუშაობს
14-10-2019
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, გუდაურის საჯარო სკოლის მეოთხე კლასში მასწავლებელი მაია ბურდული, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საწრეო მუშაობას -„წიგნი ჩვენი ერთგული მეგობარია“ ატარებს.
10 ოქტომბერს საწრეო მუშაობის მორიგი მეცადინეობა გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ მათთვის სასურველი წიგნის წაკითხვა.
„ამ მეცადინეობაზე მათ ერთმანეთს გაუზიარეს წაკითხული წიგნების შინაარსი. ბავშვები ერთმანეთს ყურადღებით უსმენდნენ. გოგონების უმრავლესობას წაკითხული ჰქონდა ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“. შინაარსის გადმოცემისას ისინი ხალისით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, ამხანაგების შეკითხვებს პასუხობდნენ და ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.
ელისის გარდა მეოთხე კლასელები „ექიმ აიბოლიტს“ და „პეპი გრძელიწინდასაც“ გაეცნენ.
მეცადინეობა საინტერესო და სახალისო იყო. მას რამოდენიმე მშობელიც ესწრებოდა. მათ მოეწონათ ჩატარებული მეცადინეობა და აღნიშნეს, რომ საწრეო მუშაობა შეაყვარებს ბავშვებს წიგნებს, ხელს შეუწყობს მოსწავლეების სააზროვნო და სამეტყველო უნარების განვითარებას, მიეჩვევიან დამოუკიდებელ მსჯელობას და ისწავლიან საკუთარი აზრის სწორად გადმოცემას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“