ჩიხის საჯარო სკოლის 6 მასწავლებელს უფროსის, ხოლო 5-ს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
14-10-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის საჯარო სკოლის 11-მა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა - 6 მასწავლებელს უფროსის, ხოლო 5-ს წამყვანის სტატუსი მიენიჭა.




კერძოდ კი უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ:

  • ინგლისური ენის პედაგოგს სოფიო ჭიღლაძეს
  • მათემატიკის პედაგოგს ნინო ომიაძეს
  • სპორტის პედაგოგს ვალერი მუმლაძეს
  • ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ნაირა ჭიტაძეს  
  • დაწყებითი კლასების პედაგოგს მაგული კეკენაძეს
  • ინგლისური ენის პედაგოგს ნინო ყაველაშვილს

ხოლო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ:

  • ბიოლოგიის პედაგოგს მარინა ჩხიტუნიძეს
  • მათემატიკის პედაგოგს ნონა აბრამიშვილს
  • რუსული ენის პედაგოგს ანნა აბაშიძეს
  • ფიზიკის პედაგოგს ზეინაბ იაკობაშვილს
  • დაწყებითი კლასების პედაგოგს ირმა იაკობაშვილს

სკოლა ულოცავს მათ სტატუსის ამაღლებას და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

„იშრომეს და შედეგიც სახეზეა... კიდევ მეტი წარმატებები თქვენ და ჩიხის სკოლას“, - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203