აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
14-10-2019
აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის 3 მოსწავლეს - გია შამუგიას, ანა დარსალიასა და ანი ხუციძეს ოქროს მედლები გადაეცა.
მოსწავლეები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლაში წარჩინებით სწავლისთვის დააჯილდოვა.
ღონისძიებას დაესწრო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რომელმაც მოსწავლეებს მედლები გადასცა და წარმატება მიულოცა.