გეგელიძეების საჯარო სკოლის წარმატებული მასწავლებელი ზურაბ კეკელიძე დაჯილდოვდა
14-10-2019
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „შერატონში“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით რეგიონის 35 წარმატებული პედაგოგის დაჯილდოება გაიმართა, მათ შორის ერთ-ერთი ქედის მუნიციპალიტეტის, გეგელიძეების საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ზურაბ კეკელიძე იყო.
პედაგოგებს სიგელები, ყვავილები და ფულადი ჯილდო აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ, რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილმა გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“