ზემო ხვითის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს შესვენებაზე სახალისო აქტივობები შესთავაზა
14-10-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ზემო ხვითის სკოლის მოსწავლეები ძალიან აქტიურები და მხიარულები არიან.
სკოლის პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნან.
სკოლის მორიგე მასწავლებელმა მოსწავლეები განტვირთვის მიზნით შესვენებაზე სკოლის ეზოში გაიყვანა. პედაგოგმა აღსაზრდელებს სხვადასხვა სახალისო აქტივობები შესთავაზა.