უჩხოს საჯარო სკოლაში საწრეო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
14-10-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, უჩხოს საჯარო სკოლაში საწრეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მათემატიკაში, პირველი საწრეო მუშაობა ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, საწრეო მუშაობა თემაზე - „საორგანიზაციო საკითხები და წრის სამუშაო გეგმის გაცნობა“ გაიმართა.
წრეს პედაგოგი ნანული სოლომონიძე ხელმძღვანელობს.
პედაგოგმა მოსწავლეებს საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, წრეზე განსახილველი და შესასწავლი საკითხები გააცნო, რომლებიც მათ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარებათ.