რამდენი პრაქტიკოსი პედაგოგი და რამდენი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა ნოემბერში დაგეგმილ გამოცდაზე?
14-10-2019
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია სულ 26607 აპლიკანტმა გაირა. გამოცდები 2 ნოემბერს პროფესიული უნარებით დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა etaloni.ge-ს აცნობა, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 15 200-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 11 400-ზე მეტი კი მასწავლებლობის მსურველი.

აღსანიშნავია, რომ etaloni.ge ასევე დაინტერესდა, ნოემბერში დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან რამდენია ისეთი, რომელიც ზაფხულში ჩატარებულ მასწავლებელთა გამოცდაზეც იყო გასული, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრმა არ მოგვაწოდა.

„გაცნობებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე, რომელიც ივლისში ჩატარდა საერთო ჯამში 31 ათასამდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც 20 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, ხოლო 10 ათასამდე მასწავლებლობის მსურველი. ამასთან, მასწავლებლის მსურველთაგან გამოცდა წარმატებით 26%-მა დაძლია, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებლებიდან 55%-მა.

იხილეთ ასევე: როდიდან შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აპლიკანტები მასწავლებელთა გამოცდისთვის 

 მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება - განრიგი 

რა კრიტერიუმებით შეფასდება ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდის ტესტები? - ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდის ტესტების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ცნობილია
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...