ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
14-10-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლას წელს 6 პირველკლასელი ჰყავს.
ღონისძიებამ ძალიან ხალისიანად და ლამაზად ჩაიარა.
„სკოლის პირველი ზარი ძალიან ლამაზად აღინიშნა. წელს 6 პირველი კლასის მოსწავლე გვყავს, მათთვის ზეიმი გავმართეთ. ზეიმზე პანდისა და კურდღლის ფორმაში გამოწყობილი მოსწავლეები პირველკლასელებს ართობდნენ. ძალიან ხალისიანი და კარგი დღე იყო”,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“