ქვედა სამების საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო ჯაფარიძეს რაიონის მასშტაბით საუკეთესო მათემატიკის მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
14-10-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ქვედა სამების საჯარო სკოლა ძალიან სასიხარულო ამბავს ზეიმობს.
მათემატიკის წამყვან პედაგოგს, ნინო ჯაფარიძეს რაიონის მასშტაბით საუკეთესო მათემატიკის მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. პედაგოგს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მადლობის სიგელიც გადაეცა.
„სკოლა პედაგოგს რაიონის მასშტაბით საუკეთესო მათემატიკის მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.