თაბაგრების საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტს - „მოვუფრთხილდეთ დედამიწას“ შეუერთდნენ
11-10-2019
ჭიათურის მუნიციპალიტეტის თაბაგრების საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტს „მოვუფრთხილდეთ დედამიწას“ შეუერთდნენ.
სკოლის მოსწავლეები მოძრაობას „პარასკევი მომავლისთვის“ გამოეხმაურნენ და პრეზენტაცია „პარასკევი მომავლისთვის, ჩვენ ვზრუნავთ კლიმატისთვის" გამართეს.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია გეოგრაფია-ბიოლოგიის მასწავლებლის, თინათინ ბაძგარაძის, ორგანიზებითა და ხელშეწყობით, 2019 წლის 11 სექტემბერს გამართეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ გლობალურ პრობლემებზე, რაც დედამიწას ემუქრება და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. მათ გადაწყვიტეს, რომ პროექტს ფართო მასშტაბს მისცემენ და მსგავს პრეზენტაციებს საზოგადოების წარმომადგენლებთანაც გამართავენ.
მოძრაობის „პარასკევი მომავლისთვის“ ინიციატორი შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“