ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა კლიმატის ცვლილებების კვირეულს შეუერთდა 
11-10-2019

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა კლიმატის ცვლილების კვირეულს შეუერთდა. 

მოსწავლეებმა მსოფლიოში კლიმატის ცვლილებების და მისი თანმდევი პროცესების მიმართ თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. მათ თემაზე -„გლობალური დათბობის შედეგები“ ნამუშევრები წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა სკოლის ეზო თემატური ნახატებით მოხატეს და პლაკატები მოამზადეს.

კლიმატის ცვლილების კვირეული მსოფლიო მასშტაბით ტარდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...