სამების საჯარო სკოლაში აქცია - „ჩვენ ვზრუნავთ კლიმატისთვის“ ჩატარდა
11-10-2019
წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლაში აქცია - „ჩვენ ვზრუნავთ კლიმატისთვის" ჩატარდა.

ამ აქციით სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები შვედი მოსწავლის, გრეტა ტუნბერგის, მოძრაობას „პარასკევი მომავლისთვის“ შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები წარწერებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“, „ჩვენ გვინდა დედამიწის გადარჩენა“, „სამყაროს გადარჩენა უპირველესია“  და ა.შ.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებს ხშირად გეგმავენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...