ლეღვანის საჯარო სკოლაში მერაბ კოსტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ლექცია ჩატარდა
11-10-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვანის საჯარო სკოლაში ეროვნული მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას, ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ლექცია ჩატარდა.
ლექციის ფარგლებში პედაგოგი ირმა მიქბერიძე მოსწავლეებს მერაბ კოსტავას ცხოვრების შესახებ ესაუბრა.
„13 ოქტომბერი საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლის, ეროვნული მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას, გარდაცვალების დღეა. იგი იყო განცხადებული სიმბოლო თავისუფალი და ზნეობრივად განსპეტაკებული საქართველოსი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებისთვის მინი ლექცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“