თამარისის N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები საზეიმო მიღებას დაესწრნენ
11-10-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, თამარისის N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი ანზორ გოგინავა და ამავე სკოლის პედაგოგები, ნინო დვალი, ნინო დარსაველიძე და მაყვალა ხარაიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვიეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგებს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში წელს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტმა საჯარო სკოლების წამყვან პედაგოგებსა და პრაქტიკოს პენსიონერ მასწავლებლებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან საპენსიო ფულადი ჯილდო მიიღეს, საზეიმო მიღება გაუმართა.
ღონისძიება მარნეულის კულტურის სახლის ეზოში, წითელი ხალიჩის ფონზე, პედაგოგებისათვის ყვავილების თაიგულების გადაცემით გაიხსნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“