ხაშურის N7 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყეს.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მასწავლებელმა, ლია მეტივიშვილმა მოსწავლეებს ლამაზად მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა.
პირველკლასელები დაფასთან სათითაოდ გამოვიდნენ და სასკოლო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე ხალისით გაატარეს.
მოგვიანებით მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად საზეიმო ტორტიც გაჭრეს.
იხილეთ ფოტოები