წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაში - „მარში კლიმატისთვის“ მონაწილეობდნენ
11-10-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანასტასია ლობჟანიძე, ნინო კირთაძე, მარიამ ვარდანიძე, ნინო ნიჟარაძე, ნინო ჯიქიძე, თამარ გოგოხია და თამარ ჩანქსელიანი სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“ (RICDOG), მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - „მარში კლიმატისათვის“ აქტიურად მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიება ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

„მოსწავლეების მიერ დამზადებულმა სლოგანებმა და პოსტერებმა, რომელიც წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ლოგოთი იყო დამშვენებული, დიდი მოწონება დაიმსახურა. მადლობას გიხდით ყველა თქვენგანს, პედაგოგს, ნატო შვანგირაძეს და ნახატის ავტორს, ნ.გამყრელიძეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203