გუმბათის საჯარო სკოლას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე ესტუმრა
10-10-2019
წალკის მუნიციპალიტეტის, გუმბათის საჯარო სკოლას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე ესტუმრა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლაშა გობაძის სტუმრობით მთელი სკოლა აღფრთოვანებული დარჩა.
„სკოლას ესტუმრა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარის მკვიდრი და საქართველოს სიამაყე ლაშა გობაძე. მან სპორტის სხვადასხვა სახეობაში სკოლის მიერ მოპოვებული თასები, მედლები, და ჯილდოები დაათვალიერა. ბავშვებს დიდი სითბოთი მიესალმა და ჯანსაღი და წარმატებული ცხოვრებისაკენ მოუწოდა ... ხუმრობით დირექტორმაც გაუბედა დამარცხება ოღონდ ჭადრაკში... მთელი სკოლა აღფრთოვანებული დავრჩით მისი სტუმრობით. ჩვენი სკოლა ლაშა გობაძეს კიდევ დიდ წარმატებებს უსურვებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203