ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინიციატივით პოეზიის საღამო ჩატარდა
10-10-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნათია მესხიამ  მოსწავლეთა ინიციატივით, პოეზიის საღამო ჩაატარა.

პოეზიის საღამოზე ახალგაზრდა შემოქმედი, შოთა წურწუმია იყო მიწვეული.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საღამო შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე.

„საღამოზე ახალგაზრდა შემოქმედი, შოთა წურწუმიაც იყო მიწვეული, რომლის ლექსებშიც უდიდესი სიყვარული და მოწიწება ჩანს მშობლიური კუთხისა და ქვეყნისა. შოთა წურწუმია თავმდაბლობისა და კეთილსინდისიერი ახალგაზრდის მაგალითია. მოსწავლეთა მონაწილეობით პოეზიის საღამოსთვის შესაფერისი გარემო შეიქმნა. მოსწავლეებმა შოთას ცხოვრების ქრონიკა ვიდეო სლაიდებით აჩვენეს, ინტერვიუ აიღეს, პოეტისა და საკუთარი ლექსები წაიკითხეს. საღამო შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...