შუახევში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
10-10-2019
შუახევში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპმთპ-ის შუახევის რაიონული საბჭოს მხარდაჭერითა და შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, სადაც მიწვეულნი იყვნენ საპენსოი ჯილდოს მფლობელები და დამწყები პედაგოგები.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძე და სპმთპ-ის შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძე ესწრებოდნენ.
სტუმრებმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს დიდი ღვაწლისათვის, რომელიც მათ მიუძღვით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში, ახალგაზრდა მასწავლებლებს კი, მეტად საპასუხისმგებლო საქმის საკეთებლად წარმატებები უსურვეს.
შუახევის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლებიდან საპენსიო ჯილდო 63-მა პედაგოგმა მიიღო, ხოლო სხვადასხვა სკოლებში 21 ახალი მასწავლებელი შევიდა.
ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203