სამიქაოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
10-10-2019

აბაშის მუნიციპალიტეტის, სამიქაოს საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მასწავლებელი ღამე უძილო, ნორჩებზე ფიქრით დაუშრობელი“ გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საპენსიო ჯილდოზე გასული მასწავლებელი, ელენა ჯანგველაძეც იყო მიწვეული. პედაგოგს მასწავლებლის დღე ღონისძიების მონაწილეებმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს.

სკოლის პატარა აღსაზრდელებმა საყვარელი მასწავლებლებისთვის იმღერეს, ლექსები წარმოთქვეს და ქორეოგრაფიული ნომრებიც შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...