მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთნენ
10-10-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში საქარველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ელექტრონულად ჩატარდა.
სკოლისთვის ეს სიახლე იყო, რადგან მოსწავლეებს შეკითხვები ელექტრონულად პირველად მიეწოდათ.
„მოსწავლეები შესარჩევ ტურში ინტერესით ჩაერთნენ. მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი კითხვები მათთვის საინტერესო და დამაფიქრებელი აღმოჩნდა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პირველი ტურის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი სკოლის დირექტორის მოადგილე, ხათუნა ლოჩოშვილი იყო.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203