აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში ერთი დღე წიგნის კითხვას დაუთმეს
10-10-2019
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში „წიგნიერების დღე“ ჩატარდა . 

მოსწავლეებმა „წიგნიერების დღის“ ფარგლებში კლასგარეშე ლიტერატურა წაიკითხეს.

სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის ბიბლიოთეკაში მასწავლებლების დახმარებით სასურველი  წიგნები აირჩიეს და ისინი საკლასო ოთახში წაიკითხეს.

წიგნის კითხვის დღის სლოგანი იყო - „წიგნიერება-ქვეყნის მომავალია".

განხორციელებულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ და საბოლოოდ, კმაყოფილებიც დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203