ძველი ანაგის საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
10-10-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ძველი ანაგის საჯარო სკოლის ხუთმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.
სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ძველი ანაგის საჯარო სკოლა ულოცავს წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას პედაგოგებს: ნინო ღვედაშვილს, ლია ჯალიაშვილს, ციალა ალუღიშვილს, ნინა ბასილაშვილს და მაია მილაშვილს. ასევე უსურვებს შემდგომ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“