ზემო წინსვლის საჯარო სკოლის პედაგოგ ეკატერინე თურმანიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
10-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.
მათემატიკის პედაგოგი ეკატერინე თურმანიძე წამყვანი მასწავლებელი გახდა.
„ეკატერინემ სკოლაში შესვლისთანავე გამოიჩინა საუკეთესო პედაგოგიური უნარები, შეიმუშავა სხვადასხვა სტრატეგია ამ რთული და ზუსტი მეცნიერების უკეთ ასათვისებლად.
მისი სახალისო და ეფექტური სწავლის მეთოდები მოსწავლეებს უადვილებს საგნის სწავლებას. ის პირველივე წელს გახდა უფროსი მასწავლებელი, წლებია მასწავლებლის სახლის ტრენერ-მასწავლებელია.
ეკატერინე უკვე წამყვანი მასწავლებელია და მუდამ ელოდება ახალ-ახალ გამოწვევებს. დარწმუნებული ვართ მის შესაძლებლობებში და სულ მალე, მისი სახით, მენტორი მასწავლებელიც გვეყოლება.
დახვეწილი, ელეგანტური და რაფინირებული ეკა მასწავლებელი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მისაბაძი მაგალითია. წარმატებები ეკატერინეს!- აღნიშნულია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ზემო წინსვლის საჯარო სკოლას ჯერჯერობით ერთი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს, მათემატიკის კათედრის წევრი, ინდირა მუკუტაძე კი, სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას ელოდება, რათა სტატუსი შეიცვალოს და წამყვანი მასწავლებელი გახდეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“