აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციაზე -„ნარჩენების მართვა, ტყეები და ბიომრავალფეროვნება“ წარმატება მოიპოვეს
10-10-2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ქრისტინე მახატლიშვილმა, სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების სამეცნიერო კონფერენციაზე - „ნარჩენების მართვა, ტყეები და ბიომრავალფეროვნება“ პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მან საუკეთესო პრიზებიც დაიმსახურა.

სკოლის XI კლასის კიდევ ერთი მოსწავლე ელენე გამილაღდიშვილი კი პროფესორთა რჩეული გახდა.

კონფერენცია 2019  წლის 27 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, პროგრამა CENN/USID WMTR ნარჩენების მართვის პროგრამის, CENN-ის პროექტის „ტყეების მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ (ADA) პარტნიორობით ჩატარდა. კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ ეროვნული სატყეო სააგენტო და საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია.

კონფერენციის ორგანიზატორები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, მაგდა დავითაშვილი და  „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზციათა ქსელის“ კახეთის რეგიონის კოორდინატორი კახაბერ სუხიტაშვილი იყვენენ.

კონფერენცია „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203