ციხიის საჯარო სკოლის პედაგოგ ხათუნა ფორჩხიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
10-10-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ციხიის საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ხათუნა ფორჩხიძეს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
„სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ხათუნა ფორჩხიძეს ულოცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას! უსურვებს წარმატებებს საზოგადოებრივ საქმიანობაში და ყოველივე საუკეთესოს! გვეამაყება, რომ დაუცხრომელი, შრომისმოყვარე და გადამდებად პოზიტიური პიროვნება ციხიის საჯარო სკოლის პედაგოგის სახელის მატარებელია, ჩვენთან ერთად!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“