ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კვირეული მოაწყეს
10-10-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ციხისძირის საჯარო სკოლის, V კლასის მოსწავლეებმა წიგნის კვირეული მოაწყეს და სტენდური პრეზენტაცია გააკეთეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა წაკითხულ მოთხრობებზე საინტერესოდ ისაუბრეს, დასმულ პრობლემებზე კი კითხვებს უპასუხეს.

„მათ დაარწმუნეს თანატოლები, რომ წიგნი ცოდნის წყაროა, რომელსაც უნდა დავეწაფოთ. მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში ქართული ენის მასწავლებელი, ლილი დიასამიძე დაეხმარა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ  ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...