წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიების - „მარში კლიმატისთვის“ მომზადებაში ჩაერთნენ
10-10-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის -„თაობათა დიალოგის“(RICDOG), მიერ ორგანიზებული ღონისძიების - „მარში კლიმატისთვის“ მომზადებაში ჩაერთნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიებისთვის პოსტერები, ნახატები და სლოგანები დაამზადეს.
„ნახატის ავტორს, მე-12 კლასის მოსწავლეს, ნ. გამყრელიძეს და ყველა იმ მოსწავლეს, რომელიც ამ ღონისძიების მომზადებაში იყო ჩართული, მადლობას ვუხდით“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტებში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ, რაშიც სკოლის დირექცია ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“