თბილისის N76 საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის დღეს სპორტული აქტივობებით შეუერთდა
10-10-2019
თბილისის N76 საჯარო სკოლაში სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კალათბურთსა და ფეხბურთში შეჯიბრებები ჩატარდა.
შეჯიბრებებში სხვადასხვა კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებებს სპორტის პედაგოგები, მამუკა ღვინიაშვილი და ივანე მამულაშვილი, ხელმძღვანელობდნენ.
გამარჯვებული მოსწავლეები და გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღე თითოეული მოსწავლისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“