გაგაცნობთ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის კიდევ ერთ ნიჭიერ მოსწავლეს
09-10-2019
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ვიკა ჯოჯუა გარდა იმისა, რომ გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, არის კლასგარეშე ლიტერატურის მოყვარული.
ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მან 10 წიგნი წაიკითხა. ესენია:
1.„ბულერბიელი ბავშვები“ (ასტრიდ ლინდგრენი); 2. „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“, I ნაწილი (ასტრიდ ლინდგრენი); 3. „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი და რასმუსი“, III ნაწილი (ასტრიდ ლინდგრენი); 4. „უიღბლო ამბების სერია“ (მაკ კინლი); 5. „საიდუმლო კუნძული“ (ჟიულ ვერნი); 6. „გიკი გოგო“ (ჰოლი სმეილი); 7. „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი“ (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი); 8. მეგრული ლირიული ლექსები „მახარია“ (ი. ფაზისელი); 9. „ლეილა იძულებით გათხოვილი“ (მარი ტერეზ-კუნი); 10. „სუადი ცოცხლად დამწვარი“ (მარი ტერეზ-კუნი);
„შთამბეჭდავი და მაღალი ნიჭიერების დამადასტურებელი იყო ვიკას მიერ აღნიშნული ნაწარმოებების ვრცლად და მდიდარი ლექსიკით მოყოლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიკა ხშირად მონაწილეობს სასწავლო ოლიმპიადებში და მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203