დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ამაგდარ პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა
09-10-2019
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ამაგდარ პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.
„სააქტო დარბაზში საზეიმო შეხვედრა გაიმართა სკოლის ამაგდარ პედაგოგებთან, რომლებმაც სკოლის კედლებში რამდენიმე ათეული წელი გაატარეს და მომავალი თაობის აღზრდას ღირსეულად ემსახურებოდნენ. „ქუდსაც მოგიხდი, ქედსაც მოგიხრი, მასწავლებელო ჩემო“- ამ სულისკვეთებით და ასეთი პატივისცემით იყო გამსჭვალული ყველა გამომსვლელის სიტყვა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროფესიული დღესასწაული სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს სკოლის დირექტორმა, კლარა ზედგინიძემ, მიულოცა. მან აღნიშნა, რომ მასწავლებლის ღვაწლი ფასდაუდებელია და ამიტომაც არ არსებობს ყოფილი მასწავლებელი, მიუხედავად იმისა ის აქტიურად მოღვაწეობს თუ დამსახურებულ პენსიაში იმყოფება.
სკოლის ყველა პედაგოგს დირექციისგან საჩუქრები გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203