კაპრეშუმის საჯარო სკოლა „ევროპის მემკვიდრეობის დღეებში“ მონაწილეობდა
09-10-2019
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კაპრეშუმის საჯარო სკოლა ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა.
„კაპრეშუმის საჯარო სკოლა წარმოადგენდა ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას-გერმანიას. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქვეყნის შესახებ, შეასრულეს სიმღერა გერმანულ ენაზე“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებმა ნახატების გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ მოაწყეს. სპეციალურად გამოფენისთვის ერთ-ერთმა მოსწავლემ ნოიშვანშტაინის სასახლის მაკეტი დაამზადა.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ მოეწყო. ღონისძიებაში 12 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა აქტივობებით 12 სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები განასახიერეს.
ღონისძიების მთავარი გზავნილი ბავშვებისა და ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა იყო, რათა მათ გაითავისონ თავიანთი მემკვიდრეობა და გააცნობიერონ, რომ ერთიან ევროპულ სივრცეს ეკუთვნიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203