ჩიხის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს გარემონტებული შენობით შეხვდა
09-10-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის ჩიხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ახალი 2019-20 სასწავლო წელი გარემონტებულ შენობაში დაიწყეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ყველანი დიდი მოტივაციითა და ენთუზიაზმით შეხვდნენ სწავლის დაწყებას.
„ჩიხის საჯარო სკოლის თანამშრომლები დიდ მადლობას ვუხდით საჩხერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და მათთან ერთად საქმის შემსრულებელ პაატა კურტანიძეს, ასე რომ გაგვილამაზეს სკოლა. ახალი სასწავლო წელი წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს ყველასათვის“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.