აკურის სკოლა აქციას ''მოსწავლე მასწავლებელი'' აქტიურად გამოეხმაურა
12-05-2017
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით გაიმართა აქცია ''მასწავლებელი მოსწავლე'' ანუ ''ერთი დღე პროფესიაში''. 

აღნიშნულ აქციას აკურის სკოლა აქტიურად გამოეხმაურა. სკოლის დირექციის ხელშეწყობით მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, დაგეგმეს და ჩაატარეს კარგად ორგანიზებული, საინტერესო გაკვეთილები. მოსწავლეებს მასწავლებლის როლში ყოფნა ძალიან მოეწონათ და სურვილი გამოთქვეს, რომ აღნიშნული აქცია მომავალშიც განმეორდეს.

დირექციის წარმომადგელთა თქმით, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მაღალი მზაობა გამოავლინეს აღნიშნული აქტივობისადმი.

აქცია ''მასწავლებელი მოსწავლე'' მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...