გელათის საჯარო სკოლის ხუთ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
09-10-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლას ახალი 2019-20 სასწავლო წლიდან 5 წამყვანი მასწავლებელი ჰყავს.
„გელათის საჯარო სკოლას შეუძლია იამაყოს იმით, რომ ახალი სასწავლო წლიდან მას 5 წამყვანი მასწავლებელი ჰყავს. პედაგოგებს, ელისო მაწკეპლაძეს, ასმათი დათიაშვილს, ნატო ნემსაძეს, ნათია იდაძესა და ხათუნა კაპანაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. სკოლის დირექცია ულოცავს მასწავლებლებს ამ წარმატებას და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
სკოლაში ამჟამად 22 პედაგოგი მუშაობს. ამათგან 5 წამყვანი მასწავლებელია, 15 კი უფროსი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს