მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
09-10-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივად  იშრომეს,  რათა  ეს დღე  ერთმანეთისთვის გაელამაზებინათ. 

„შეუდარებელი და შეუფასებელია მასწავლებლის ღვაწლი და შრომა ამ ქვეყანაზე. მასწავლებლისა, რომელსაც დღედაღამ ფიქრით
არ სძინავს, რომ ასწავლოს მომავალ თაობას არა მხოლოდ სამშობლოს, ერის სიყვარული.

5 ოქტომბერი, დღე რომელიც ბევრმა არ იცის სწორედ მასწავლებელთა დღეა. ამ დღეს მიუძღვნეს უმშვენიერესი ღონისძიება მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ერთობლივად იშრომეს, რათა ეს დღე გაელამაზებინათ ერთმანეთისთვის.

მოწვეულნი იყვნენ ის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებმაც საკუთარი სურვილით დატოვეს სკოლა. მოსაფერებელი სიტყვები არ
დაიშურეს მოსწავლეებმა მათთვის. სკოლის დირექტორმა ბატონმა ბრძოლვერდი ჟორჟოლიანმა საზეიმო ვითარებაში გადასცა მათ
„მადლობის სიგელები.“ ამ დღეს ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია, ეს იყო დღე სიყვარულისა და სითბოს ერთობლიობისა.

მოწვეულ სტუმართა შორის იყო ღვაწლმოსილი რედაქტორი ბატონი მურთაზ კანკაძე, რომელმაც საქებარი სიტყვები არ დაიშურა ყველას მიმართ. გვესტუმრა  წყალტუბოს მერი ბატონი გრიგოლ იოსელიანი, რომელმაც ასევე მიულოცა მასწავლებლებს ეს დღე“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...