ახალდაბის საჯარო სკოლაში სპორტული ოლიმპიადა გაიმართა
09-10-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალდაბის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე და საერთაშორისო სასკოლო სპორტის დღე აღნიშნეს.

ამ დღეს სკოლაში შთამბეჭდავი სპორტული ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს.

ახალდაბის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან და საერთაშორისო სასკოლო სპორტის დღესთან დაკავშირებული სპორტული ოლიმპიადა, ფეხბურთსა და ფრენბურთში, საშუალო საფეხურის  მოსწავლეებს შორის ჩატარდა.

გამარჯვებულმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების მადლიერება დაიმსახურეს, სკოლის დირექციისგან კი,  წარმატების ამსახველი სიგელები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...