ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სკოლის წარსულის ამსახველი კუთხე გაიხსნა
09-10-2019

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სკოლის წარსულის ამსახველი კუთხე გაიხსნა.

„ჩვენი სკოლის წარსული“ მნახველს სკოლის დაარსების ისტორიას ახსენებს. აქვე ასახულია თითოეული წარჩინებული მოსწავლის, მასწავლებლის, დირექტორის მიერ მიღწეული წარმატებები.

„ჩვენი სკოლის წარსულის“ გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სკოლის ყოფილი მოსწავლეები და მათი მშობლები, რომლებმაც გაიხსენეს და ერთმანეთს შეადარეს იმ დროინდელი და დღევანდელი სკოლები.

კედლის გახსნამ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც სოფელში ასევე სოფლის ფარგლებს გარეთ. სკოლის ისტორიის ამსახველი საინტერესო მასალების გამო, მნახველებმა დირექციას მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...