ობუჯის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „აფხაზეთი ჩვენია!“ გაიმართა
09-10-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის​ ობუჯის N1 საჯარო სკოლაში, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება „აფხაზეთი ჩვენია!“ გაიმართა.

ღონისძიება სკოლაში მოქმედ სამოქალაქო კლუბის- „ქიაჩი“ წევრებმა ჩაატარეს.

მოსწავლეებმა  ლიტერატურულ-დოკუმენტური კომპოზიცია წარმოადგინეს, წაიკითხეს ლექსები, უყურეს დოკუმენტურ კადრებსს და ისტორიის მასწავლებელს, ვალერი ძაძამიას, მოუსმინეს. 

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს შთამბეჭდავი ღონისძიება მსმენელს დიდხანს დაამახსოვრდება.

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...