ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდნენ
09-10-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, 26 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში გამართულ სპორტულ აქტივობებში ციხიის სკოლის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.
შეხვედრა ტყიბულში „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ პროექტის ფარგლებში შედგა.
„მეექვსე კლასის მოსწავლე არჩილ ჩუბინიძე რამდენიმე წელია მოყვარული ფეხბურთელია და თამაშის ამ სახეობითა დაინტერესებული. მომავალი ფეხბურთელი პედაგოგთან ერთად სწავლა-სწავლების პროცესშიც ამ თემაზე წარმართავს აქტივობებს. ჯერ კიდევ, ლევანთან შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, ისტ-ის პედაგოგთან, ნინო კაკუშაძესთან, ერთად დაგეგმა Pp-ში „ქართული ფეხბურთი და ფეხბურთელების“ შესახებ პრეზენტაცია მოემზადებინა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203