ბათუმის N8 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს მეზღვაურ ნათია ლაბაძეს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა
09-10-2019
ბათუმის N8 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მეზღვაური ნათია ლაბაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
„ჯერ კიდევ მე-6 კლასში იყო ნათია, როდესაც საკონტროლო წერის რვეულში ჩაწერა: ,,მინდა გავხდე მეზღვაური". ეს სურვილი აიხდინა და ზუსტად იცის, რომ ადრე თუ გვიან ყველა აუცილებლად აიხდენს ოცნებას თუ საკუთარ თავთან იმუშავებს. ნათიამ დაამსხვრია სტერეოტიპი. იგი ძლიერი და თავისუფალი პიროვნება აღმოჩნდა. არ შეუშინდა მეზღვაურის ცხოვრების არცერთ ბარიერს და დღეს, ჩვენდა სასიქადულოდ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, მეზღვაური ქალი საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.