დილისკის N1 სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის ცენტრის ინიციატივით გამართულ ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა
12-05-2017
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ინიციატივით, ქალაქ ახალციხეში, ვიქტორინა ჩატარდა.

დილისკის  N1 სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში, რომლის თემატიკა იყო ''ეთნოსები და რელიგიები საქართველოში''.

ვიქტორინაში ერთმანეთს, ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ვიქტორინა ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის PITA-ს ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობას, ახალგაზრდებს შორის საქართველოს რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლებას.

გუნდი დაკომპლექტებული იყო 8 წევრისგან, 6 ძირითადი და 2 რეზერვი.

,,როდესაც მასწავლებელმა შემოგვთავაზა ამ თემაზე გვემუშავა, თავიდან შევშინდით შევძლებდით თუ არა, რადგან ქართულად უნდა გაგვეგო და გაგვეაზრებინა ეს ყველაფერი, მაგრამ თემატიკა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ დიდი სიამოვნებით ვიმუშავთ“- მოსწავლე ინესა გაბრიელიანი.

,,ჩვენ ქართულის მასწავლების იამზე მსხვილიძის დახმარებით სამი თვის მანძილზე აქტიურად ვკითხულობით, ვაანალიზებდით, ვადგენდით სავარაუდო კითხვებს და მიხარია, რომ თავი გავართვით და ქართველ თანატოლებთან ერთად მივიღეღ კონკურსში მონაწილეობა“-აღნიშნა მოსწავლე რაია კარახანიანმა.

,,ჩვენთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა და არა გამარჯვება. მართალია,  გამარჯვება ძალიან გვინდოდა, მაგრამ ქართველი თანატოლები ძალიან ძლიერები იყვნენ. სხვა დროს ვეცდებით მეტი წარმატება მოვიპოვოთ“-აღნიშნა მოსწავლე სირან ქოსატაშიანმა.

,,ჩვენ სკოლაში ძალიან ბევრ აქტივობებს ვგეგმავთ, მაგრამ ეს იყო განსხვავებული ფორმატი განსხვავებულ გარემოში და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩავერთეთ ამ პროექტში. გავიცანით რეგიონის ქართველი და სომეხი თანათოლები“- მოსწავლე ასია გაბრიელიანი.

მოსწავლეები მსგავს ფორმატში გეგმავენ ვიქტორინის გამართვას თავიანთთ სკოლაში და თანატოლების ინფორმირებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203