დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
08-10-2019
დმანისის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები, 6 ოქტომბერს, სასწავლო-შემეცნებით ქსკურსიაზე დმანისის ნაქალაქარში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი და არქეოლოგიური ცენტრი მოინახულეს. მათ დამრიგებელი გალინა ბლუდოვა და ისტორიის მაწავლებელი გიორგი ხორბალაძე ხელმძღვანელობდნენ.
„თითოეული მეცხრეკლასელისათვის ამაღელვებელი და საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ამ მნიშვნელოვანი ძეგლის გაცნობა. შემოდგომის მზიანი დღე მდინარე მაშავერის ნაპირზე გამართული მხიარული, სპორტული აქტივობებით დაგვირგვინდა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“